"ოცნებას" მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, ეს კანონი არ შეესაბამება EU-ს ნორმებს - სახდეპი

17.04.24 22:23
"ოცნებას" მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, ეს კანონი არ შეესაბამება EU-ს ნორმებს - სახდეპი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთი, რიგით მერვე გაფრთხილება "ოცნების" ხელისუფლებას. 

სახდეპის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი შეშფოთებას გამოთქვამს რუსული კანონის შემობრუნების გამო და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, რიგ შემთხვევაში, სახდეპი იტყობინება, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესზე.

“ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით, რომ ამ კანონპროექტს, თუ ის ძალაში შევა, სტიგმატიზაცია შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ასევე, შეუძლია მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაციას.
ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალიზმი, მედია ორგანიზაციები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე,” - განაცხადა პატელმა.

მსგავსი სიახლეები