დრო ამოიწურა, აქციის მონაწილეები კანცელარიისკენ დაიძრნენ

17.04.24 22:54
დრო ამოიწურა, აქციის მონაწილეები კანცელარიისკენ დაიძრნენ

არა რუსულ კანონს - მას შემდეგ რაც პროევროპული აქციის მონაწილეების მიერ "ქართული ოცნებისთვის" მიცემული დრო ამოიწურა, მოქალაქეები კანცელარიისკენ დაიძრნენ. 

ამ წუთიდან მოვლენების ეპიცენტრი ირაკლი კობახიძის სამსახური ხდება. 

აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან ცუცქირიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლონ.

„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა ჩვენთან ერტად, მშვიდობიანად, წყნარად წავიდეთ სახელწმიფოს კანცელარიასთან და მოვითხოვოთ რომ გამვოიდე პრემიერ მინისტრი და დაგველაპარაკოს„ - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ერთი საათის წინ, რატი ამაღლობელმა, რომელიც აქციის სპიკერია, თქვა, რომ ხელისუფლებას 1 საათს აძლევენ, რათა რუსული კანონის უკან  გაიტანონ. 

მსგავსი სიახლეები