ირაკლი გამოიხედე! - ქალი დეპუტატების მიმართვა პრემიერს
ირაკლი გამოიხედე! - ქალმა დეპუტატებმა პროდასავლურ აქციაზე პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართეს:
"არა რუსულ კანონს" - სკანდირებენ ისინი.
პოლიტიკოსები მთავრობის მეაურს ხალხის მოსმენისკენ მოუწოდებენ.
არა რუსულ კანონს! ირაკლი გამოიხედე და შემოგვხედე ყველას, რამდენი ვართ! მაგარი ხარ მაშინ, როცა დაცვით დგახარ და მარტო შენთვის ლაპარაკობ ჟურნალისტების გარეშე. უნდა შეძლო ადამიანების მსმენა და მათი თხოვნის დაკმაყოფილება და თუ არ შეასრულებ ამ თხოვნას, ეს იქნება მტკიცე და მკაცრი მოთხოვნა, ამიტომ მოუსმინე ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადეს ქალმა დეპუტატებმა.