"კობახიძე ხომ იძახდა ნებისმიერ ადამიანს დაველაპარაკებიო, მოვდივართ" - ოპოზიცია კანცელარიასთან მიდის

17.04.24 23:00
"კობახიძე ხომ იძახდა ნებისმიერ ადამიანს დაველაპარაკებიო, მოვდივართ" - ოპოზიცია კანცელარიასთან მიდის

არა რუსულ კანონს - აქციის მონაწილეები კანცელარიისკენ დაიძრნენ, მათ შორის არიან ოპოზიციის წევრები.

"მშვიდობიანად მივდივართ კანცელარიისკენ" - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ოპოზიცია კობახიზისგან ითხოვს, ჩამოვიდეს და დაელაპარაკოს აქციის მონაწილეებს. 

ხომ იძახდა ნებისმიერ ადამიანს დავუჯდები, დაველაპარაკებიო, აგერ ვარ, მოვდივართ", - ამბობს ზურა ჯაფარიძე

 გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე კანცელარიაში თავის კაბინეტში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები