აქციის მონაწილეები კობახიძესთან ორი მოთხოვნით მიდიან

17.04.24 23:05
აქციის მონაწილეები კობახიძესთან ორი მოთხოვნით მიდიან

რუსული კანონის გასაწვევად „ქართული ოცნებისთვის” მიცემული ერთი საათი  ამოიწურა - მოქალაქეები პრემიერთან ორი მოთხოვნით მიდიან. 

ისინი პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას და აქციაზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა, ჩვენთან ერთად, მშიდობიანად, მშვიდად, წყნარად, წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს”,- განაცხადეს აქციაზე.

აქციის მონაწილეების გეგმა ასეთია: 

  • რუსული კანონპროექტის გაწვევა,
  • დაკავებულების გათავისუფლება, 
  • პრემიერთან შეხვედრა

პარალელურად, აქციის მონაწილეების მსვლელობის დაწყებისთანავე, კანცელარიასთან სპეცრაზმმა სრული მობილიზაცია გამოაცხადა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე. 

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორგანიზატორების მიერ რუსული კანონის გასაწვევად „ქართული ოცნებისთვის” მიცემული ერთი საათი გავიდა. 

მსგავსი სიახლეები