კობახიძე უნდა ჩამოვიდეს და უნდა უთხრას ახალგაზრდებს, რას უშვება მათ მომავალს - სოფო ჯაფარიძე
ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე აქციის მონაწილეებთან და ოპოზიციონერებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან მვიიდა.
ჯაფარიძე კობახიძეს მოუწოდებს, ჩამოვიდეს და ახალგაზრდებს უთხრას, რას უშვება მათ მომავალს.
დღეს "ოცნებამ" დაწერა ღალატის ისტორია. დღეს ერთად დავამარცხებთ "ოცნების" ხელისუფლებას. დღეს ბიძინა ივანიშვილი დამარცხებულია, ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. მოვედით, კობახიძემ უნდა გასცემს ამ უამრავ ახალგაზრდას პასუხი, რას უშვება მათ მომავალს. არ დავანგრევინებთ ახალგაზრდების მომავალს, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ჩვენი შვილები ხვალ რუსეთში არ გაიღვიძებენ, ხვალ უფრო ძლიერები ვიქნებით და ერთხელ და სამუდამოდ რუსეთს ჩვენს ქვეყანაში ვეტყვით არას", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.