GMF: აშშ-მა და EU-მ უნდა უთხრას "ოცნებას", რომ თუ ისინი კანონს ვენეციის კომისიის შეაფასების გარეშე მიიღებენ, სანქციები არ ასცდებათ
აშშ-მა და EU-მ უნდა უთხრას "ოცნებას", რომ თუ ისინი კანონს ვენეციის კომისიის შეაფასების გარეშე მიიღებენ, სანქციები არ ასცდებათ - ტრანსატლანტიკური ორგანიზაცია, შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდი (GMF) რუსული კანონის გარშემო განვითარებულ მოვალენებს ეხმაურება და აშშ-სა და ევროკავშირისთვის სამმუხლიან სამოქმედო გეგმას აქვეყნებს.
აშშ-ისა და ევროკავშირის მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ საქართველოს მთავრობამ მოიწვიოს ევროკომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია), რათა შეაფასოს უცხოელი აგენტების შესახებ საკამათო კანონი, რომელიც თბილისში ახლახანს შემოიღო.
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ასევე უნდა მოითხოვონ, რომ საქართველოს პარლამენტმა არ ჩაატაროს კენჭისყრა კანონზე, სანამ ვენეციის კომისია არ გამოაქვეყნებს დასკვნას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა აცნობოს, რომ თუ მმართველი პარტია აჩქარებს კანონს ვენეციის კომისიის გამოხმაურების მოლოდინის გარეშე, ან კომისიის დასკვნების საწინააღმდეგოდ, ის განიხილავს სანქციებს პარლამენტის ცალკეული წევრების (დეპუტატების) წინააღმდეგ, რომლებიც მისცემენ მას ხმას.
ევროკავშირმა უნდა მიაწოდოს სიგნალი, რომ თუ კანონი მიიღება ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე, ის შეაჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოწვევის განხორციელებას.