უპრეცედენტოდ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები კანცელარიაში - ადგილზე ანზორ ჩუბინიძე იმყოფება

18.04.24 00:26
უპრეცედენტოდ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები კანცელარიაში - ადგილზე ანზორ ჩუბინიძე იმყოფება

კანცელარიასთან პროტესტი გრძელდება - "პირველების" ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შენობაში უპრეცედენტოდ არის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები. ადგილზე პირადად მივიდა სდს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

კამერებმა დააფისსირეს შსს-ს პრესსამსახურის ვიდეო-კამერები, საიდანაც, სავარაუდოდ, მომიტინგეებს უღებენ

რამდენიმე წუთის წინ, ადგილზე მილულ ენმ-ს თავმჯდომარესტან პოლიციის შეფი ვაჟა სირაძე მივიდა. სავარაუდოდ, პრემიერი ოპოზიციის ერთი ლიდერის შესვლაზე თანხმობას აცხადებდა, თუმცა მოულოდნელად, სირაძის ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა, რის შემდეგად ოპოზიციონერი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი უკან გამოაბრუნეს.

მსგავსი სიახლეები