ერთადერთი ირაკლი, რომელზეც ვღელავთ, ეს ირაკლი კუპრაძეა, რაც შეეხება კობახიძეს, მისი ცახცახი აქ გვესმის - ბუაძე
ერთადერთი ირაკლი, რომელზეც ჩვენ ვღელავთ, ეს არის ირაკლი კუპრაძე, რაც შეეხება კობახიძეს, მისი ცახცახი აქ გვესმის - ამის შესახებ კანცელარიასთან მიმდინარე აქციასთან "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.
ბუაძე ამბობს, რომ მოვლენებმა პოლიტიკურ ჩარჩოში უნდა გადაინაცვლოს, გაწვეულ უნდა იქნას რუსული კანონი და უნდა გადადგეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი
ერთადერთი ირაკლი, რომელზეც ჩვენ ვღელავთ, ეს არის ირაკლი კუპრაძე, ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვიტყვით, გამოუშვან სასწრაფოდ უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი კუპრაძე. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, აქედანაც გვესმის ირაკლი კობახიძის ცახცახი. ყვეკას გვახსოვს ევროკავშირის საელჩოსთან მისი შეშინებული სახე და ძალიან სწორად ეშინია. გავრილოვის ქვეყანაში ჩამომყვანი სპიკერი არ უნდა იკავებდეს პრემიერის თანამდებობას. კობახიძე არის ქვეყაანში პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელი. ამიტომაც, რუსული სპეცოპერაციის მთავარი მონაწილე არ უნდა იკავედეს პრემიერის თანამდებობას. პოლიტიკურ ჩარჩოში უნდა გადაინაცვლოს ამ პროტესტმა, უკან უნდა გაიწვიონ ეს კანონი და უნდა გადადგეს პრემიერი", - განაცხადა საბა ბუაძემ.