პაპუაშვილს უხერხულობას არ უქმნის, რომ "ოცნების" რუსული კანონი მხოლოდ რუსეთს მოსწონს
შალვა პაპუაშვილს უხერხულობას არ უქმნის, რომ "ოცნების" რუსული კანონი მხოლოდ რუსეთს მოსწონს.
პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ და თუ რას ამბობენ "ავტორიტეტები" ეს მათთვის განმსაზღვრელი არ არის.
არ გვიქმნის უხერხულობას, რადგან თუკი პოზიცია არის ასეთი, რომ ჩვენთვის განმსაზღვრელი არის ქართველი ხალხის ნება, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის. ჩვენ არ ვმოქმედებთ უპირატესად სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე. რაღაცა თეთრია თუ შავია უნდა გადაწყდეს არგუმენტით. ჩვენ მივყვებოდით და მივყვებით არა იმას, რას ამბობენ ავტორიტეტები, არამედ იმას, რა არის სწორი ქართველი ხალხისთვის", - ამბობს პაპუაშვილი.
პუტინის რეჟიმის პირველი პირები, საქართველოში რუსული კანონის მიღებას ზეიმობენ. რუსეთს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, გაჭრილი ვაშილივით ჰგავს კობახიძის განცხადებებს. კანონს ვიღებთ სუვერენიტეტის დასაცავად -ამბობს, კობახიძე და ზუსტად იგივეს იმეორეს ვიაჩესლავ ვოლოდინი.
ეს არის ამერიკული კანონი - ამბობს მდინარაძე და ზუსტად იგივეს იმერეობს პუტინის მარჯვენა ხელი.