ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, დაგდებულს მირტყამდნენ - ელისაშვილი

18.04.24 13:50
ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, დაგდებულს მირტყამდნენ - ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გუშინ კანცელარიასთან მიმიდნარე აქციაზე უშუალოდ პოლიციის შეფის, ვაჟა სირაძის მითითებით გაიყვანა რამდენიმე პოლიციელმა.

ელისაშვილი სამართლადამცველების მხრიდან, როგორც დაკავების მომენტში, ისე განყოფილებაში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს.

ოპოზიციონერის თქმით, მას ნეკნი აქვს მოტეხილი და სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია. ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ გადამიყვანეს წერეთელზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში და რამდენიმე საათი მანდ ვიყავი. მაგრამ იქ ადამიანური გარემო იყო. რომ მოვედი კლინიკაში შევიმოწმე თავი, რადგან ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი და ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით", - ამბობს ელისაშვილი.

მსგავსი სიახლეები