"პოლიციის მიერ ელისაშვილის ცემა, რუსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია" - სამადაშვილი
"პოლიციის მიერ ელისაშვილის ცემა, რუსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია" - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნების გზით "ქართული ოცნების" რეჟიმი უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საქართველო რუსეთს დაემსგავსება.
რაც მოხდა გუშინ, ალეკოს გატაცება და პოლიციის მიერ მისი ცემა და თავდასხმა, ეს არის რუსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. რუსეთში კლავენ ოპოზიციონერ დეპუტატებს. ჯერ ჩვენ აქამდე მისული არ ვართ. ჩვენთან ჯერჯერობით ფიზიკურად უსწორდება პოლიცია. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, ეს ხელისუფლება თუ დროულად არ დასრულდა, ერთ დღეს ქართველი ხალხი გაიღვიძებს რუსეთის მსგავს ქვეყანაში, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ან ციხეში იქნებიან, ან ქვეყნიდან გაქცეულები", - ამბობს სამადაშვილი.