საგანგებო ბრიფინგი პარლამენტში - დეპუტატები ძალადობის ყველა შემთხვევაზე რეაგირებას ითხოვენ
საგანგებო ბრიფინგი პარლამენტში - ოპოზიციონერი დეპუტატები სამართალდამცველების მხრიდან ალეკო ელისაშვილზე თავდასხმას ეხმაურებიან და ძალადობის ყველა შემთხვევაზე რეაგირებას ითხოვენ.
"პასუხი გაგვცეს ყველა შეკითხვაზე", - განაცხადა ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.
მოვითხოვ მკაცრად, რომ დასჯილ იქნეს ყველა პოლიციელი და გომელაურმა აგოს პასუხი, გაგვცეს პასუხი ხვალ ამ დარბაზში რომ მოვა, რა სახის პასუხისმგებლობას გრძნობს იმის გამო, რომ მისი თანამშრომლები ჩადიან უმძიმეს დანაშაულებს", - თქვა კორძაიამ.
რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც. თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ იგივე გზას დაადგება ამ ქვეყანაში და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა - ეს განცხადება კი „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ოპოზიციას ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ნაცემია "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე რომელიც ამ დრომდე პატიმრობაშია.
რუსულმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ძალადობა უკვე ნორმად გახადა. რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც. ბიძინა ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ იგივე გზას დაადგება ქვეყანაში და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა.
ნაცემია "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და ახლაც პატიმრობაშია. ბატონ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმა ჩვენ ყველას გვახსოვს და მე მაინტერესებს, რას ცვლის პაპუაშვილი და რუსული უმრავლესობის სხვა წევრები აქ. თვითონ დაუსჯელად შეუძლიათ, რომ თავს დაესხნენ ოპოზიციონერ დეპუტატებს და თავად ივანიშვილს დაქირავებული ჰყავს შესაბამისად პოლიციური უწყებები, რომ გაუსწორდნენ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის გარეთ? არავის არ ეშინია არანაირი ძალადობის. ჩვენ მოვითხოვთ რეაგირებას ყველა შემთხვევაზე ძალადობის, მათ შორის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გუშინ სამარცხვინოდ განხორციელებულ თავდასხმას", - ამბობს სამადაშვილი.