რა დააშავეს საქართველოს მოქალაქეებმა, როდესაც 300 ლარიან ბოტასზე პროცენტს ახდევინებთ - ხვიჩია "ოცნებას"

18.04.24 15:53
რა დააშავეს საქართველოს მოქალაქეებმა, როდესაც 300 ლარიან ბოტასზე პროცენტს ახდევინებთ - ხვიჩია "ოცნებას"

კანონს ივანიშვილის ქონების დასაცავად "ქართული ოცნება" დაჩქარებულ ვადებში იღებს. პარლამენტში ხმაურიანი განხილვა გრძელდება. ოპოზიციას აინტერესებს, თუ ეს კანონი მხოლოდ ოლიგარქის ინტერესებს არ არის მორგებული, მაშინ რა საჭიროა, მისი სწაფი ტემპით მიღება.

ოპოზიციას უჩნდება კითხვა - მაშინ, როდესაც რიგითი მოქალაქის მიერ, საზღვარგარეთიდან მიღებული ნივთებიც კი იბეგრება, რატომ არ უნდა გადაიხადოს მილიონერმა თანხა.

თუ რომელიმე ადამიანს, იქნება ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ბატონი დავით კეზერაშვილი თუ სხვა დამიანი, ვისზედაც შეიძლება გავრცელდეს ეს კანონი, როდესაც მათ აქვთ ოფშორებში ქონება და საქართველოში მოაქვთ და ფულს არ გადაიხდიან, რა დაშავეს საქართველოს მოქალაქეებმა, როდესაც 300 ლარიანი ბოტასი გამოიწერა და 18 პროცენტს ახდევინებთ. მილიონერებზე და მილიარდელებზე თუ ვაკეთებთ შეღავათებს, რატომ არ შეიძლება ვაკეთებდეთ გაჭირვებულ ხალხზე?"- ამბობს იაგო ხვიჩია.

 

მსგავსი სიახლეები