შეიძლება დააზიანოს საქართველოს EU-სკენ მიმავალი გზა - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
"ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა" - ამ განცხადებას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი ავრცელებს.
ჰანკე ბრუინს სლოტი რუსულ კანონთან დაკავშირებით წერს, რომ ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.
შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებით. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გადამწყვეტ მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა", - წერს ის.