პოლიციას და სახელმწიფო უწყებებს ივანიშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს - ბოკუჩავა

18.04.24 16:57
პოლიციას და სახელმწიფო უწყებებს ივანიშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს - ბოკუჩავა

"ნაცვლად იმისა, რომ პოლიცია და სახელმწიფო უწყებები ემსახურებოდეს ქართველ ხალხს, ივანიშვილი მათ იყენებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის“ - ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილის ცემასთან დაკავშირებით დგანაცხადა.

ნაცვლად იმისა, რომ ქართული პოლიცია იცავდეს კანონს და იცავდეს საქართველოს მოქალაქეებს, მართლწესრიგს, ივანიშვილის პირობებში გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც მათ შორის შური იძია ალეკო ელისაშვილზე. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, პოლიტიკური ანგარიშსწორება, რისთვისაც  ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო უწყებებს,  სახელმწიფო სტრუქტურებს და ამ შემთხვევაში პოლიციას ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ინტერესს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები