ხალხი პროვოკაციის პირისპირ - სად იყო პარლამენტის დაცვის სამსახური მაშინ, როცა მრავალათასიანი აქცია იმართებოდა?
ხალხი პროვოკაციის პირისპირ - სად იყო პარლამენტის დაცვის სამსახური მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოსთან მრავალათასიანი აქცია იმართებოდა?
ფაქტებით არის დადასტურებული, რომ წინა დღეებისგან განსხვავებით, პარლამენტის შესასვლელ-გამოსასვლელები გუშინ დაცვის სამსახურის გარეშე დატოვეს - ასეთი რამ არასდროს მომხდარა.
სამოქალაქო აქტივისტებს რჩებათ განცდა, რომ ეს იყო მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის დაგებული მახე, თუმცა მათი თქმით, პროვოკაციაა ვერ შედგა - აქციის მონაწილეები არათუ პარლამენტში შევიდნენ, არამედ შესასვლელ-გამოსასვლელებს თავად აკონტროლებდნენ.