რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულების, მათ შორის ირაკლი კუპრაძის პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს ჩატარდება. უცნობია, რომელ საათზე დაიწყება პროცესი ან რომელი მოსამართლე წაიყვანს სხდომას.
სასამართლოს შენობაში უკვე გადაყვანილები არიან დაკავებულები, მათ შორის არის ირაკლი კუპრაძეც, რომელიც 16 აპრილს პარლამენტის უკანა შესაშვლელთან დააკავეს და რომელიც ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მასზე იძალადეს.
უფლებამდაცველი ამბობს, რომ რომ ოპოზიციონერი ლიდერი დღის ბოლომდე უნდა გამოუშვან, რადგან კანონით განსაზღვრული სწორედ დღის ბოლოს იწურება.
ყველამ ნახეთ ადამიანები, არა მარტო ირაკლი, ხელებაწეული დააკავეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და დღეს ჩვენს საქართველოში საამრთალი და სამართლიანობა არ არსებობს.
ირაკლი კუპრაძეზე ფიზიკურად იძალადეს, შემდგომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები იყვნენ შესულები, დაკითხეს, ჩატარდა ექსპერტიზა, რომ გითხრათ, რომ რაიმე სამართლიანობის იმედი მაქვს, სამწუხაროდ, არა, ვინაიდან არაერთი საქმე გვინახავს, როდწესაც სავარაუდო დანაშაულს ჩადიან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, მაგრამ არავინ იძიებს," - ამბობს ლევან სამუშია.