კრემლის მიერ შთაგონებული კანონი არის უადგილო - სახდეპის მორიგი განცხადება რუსულ კანონზე
"ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის დაინიცირების გამო," - ამ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
რუსულ კანონთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ განცხადებაში, მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ იმედგაცრუებულია "ოცნების" მიერ კანონპროექტის რეინიცირების გამო.
აშშ მოუწოდებს საქართველოს, რომ არ მიიღოს კანონი, რომელმაც შესაძლოა "დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე".
ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის დაინიცირების გამო. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს - ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას.
საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. მიღების შემთხვევაში შემოთავაზებულმა კანონმა შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზირება მოახდინოს ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ მუშაობენ და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, რომლებიც ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონი არის უადგილო, თუ მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება," - წერია განცხადებაში.