"კრემლით შთაგონებული კანონი" - სახდების უმწვავესი გზავნილი და ხმაურიანი დაკავებები საქართველოში

18.04.24 20:03
"კრემლით შთაგონებული კანონი" - სახდების უმწვავესი გზავნილი და ხმაურიანი დაკავებები საქართველოში

"კრემლით შთაგონებული კანონი" - სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთი საგანგაშო  განცხადება.  ბაიდენის ადმინისტრაცია პრაქტიკულად ღიად   ამბობს, რომ ოცნების მიერ ინიციირებული პროექტი რუსულია.  ამერიკელი მაღალჩინოსნები უკვე მერამდენედ აფრთხილებენ ივანიშვილის გუნდს უარი თქვას კანონზე, რომელსაც გამჭვირვალობასთან საერთო არაფერი აქვს. 

პარალელები კრემლთან - ის რაც სახელმწიფო დეპარტამენტისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. "ოცნება"  სწორედ რუსულ სტილში უსწორდება რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს. 

16-17  აპრილს  პოლიცია ადამიანებს, თან სცემდა და თან აკავებდა.  აღმოჩნდა, რომ შს სამინისტრომ აქციის მონაწილეებს ხელბორკილები ისე დაადო, რომ არცერთი მტკიცებულება მათ  წინააღმდეგ  ჯერ არ აქვთ. სწორედ ამ მიზეზით გადაიდო ლელოს გენერალური მდივნის სასამართლო პროცესი, დანარჩენი დაკავებულები კი  ამ დრომდე მოლოდინის რეჟიმში არიან.

 რას ჰყვებიან ისინი დაკავების  შემდეგ და რა ხდება სასამართლოში? - მარიამ გაფრინდაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები