"ოცნება" ხალხის წინააღმდეგ

18.04.24 20:18
"ოცნება" ხალხის წინააღმდეგ

 

ენჯეოების შექმნილი დაზომბებული უტვინოები - ამ სიტყვებით მოიხსენიებს ქართული ოცნების დეპუტატი იმ ახალგაზრდებს, ვისაც  სამი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი არ დაუტოვებია. დიმიტრი სამხარაძე, რომლის მთელი  ლექსიკა მხოლოდ გინებით შემოიფარგლება, სტუდენტებს ლაბორატორიაში გამოყვანილი სატანისტებად მოიხსენიებს, რომლებსაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც დიმიტრი სამხარაძემ და კიდევ ოცნების 82-მა  დეპუტატმა გუშინ საჯაროდ უთხრა, რომ მათი მომავალი არა ევროპაში არამედ რუსეთშია. 

"ოცნების" რუსული გეგმა კი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გაშიფრა. საზოგადოებამ დღეს შალვა პაპუაშვილის საჯარო აღიარება მოისმინა. რუსულ კანონს პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად იღებენ. ოცნების რეალური ჩანაფიქრი  პარლამენტის სპიკერის  სიტყვებში ადვილი ამოსაკითხი იყო. ხელისუფლება უკან დახევას ჯერ არ გეგმავს. ისევე როგორც ის ხალხი, ვინც ქუჩაში იცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ოპოზიცია კანონის მეორე მოსმენისთვის საგანგებო მობილიზაცია გამოაცხადა.

"ოცნება" ხალხის წინააღმდეგ - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

 

მსგავსი სიახლეები