ხალხი პროვოკაციის პირისპირ - პროვოკაცია ჩაიშალა

18.04.24 20:14
ხალხი პროვოკაციის პირისპირ - პროვოკაცია ჩაიშალა

 

"ოცნებას" ხალხის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია ჩაეშალა.  ღიად დატოვებულ პარლამენტის შენობაში შესვლა გუშინ აქციის არცერთ მონაწილეს არ უცდია. არადა  ივანიშვილის გუნდმა რუსული  კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ ხალხს პრაქტიკულად  მახე დაუგო. ყველა შესასვლელი  გააღეს, პოლიცია  მოხსნეს და ამ ფორმით შეეცადნენ   მოქალაქეები შენობაში შეეტყუებინათ. ოცნების ჩანაფიქრი აქციის მონაწილეებმა მალევე  გაშიფრეს. 

საფრთხე არ არსებობდა - ასე იმართლებდნენ თავს  დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატები, მას  შემდეგ რაც მათი  პროვოკაციული ჩანაფიქრი გამჟღავნდა. არადა წინა დღეებში  ხელისუფლებას  სრული განგაში ჰქონდა გამოცხადებული და  პარლამენტის  ყველა  შესასვლელთან  სპეცრაზმელების უპრეცედენტო რაოდენობა ჩააყენეს. ფაქტია, რომ ივანიშვილის გუნდი  გუშინდელი დღის ასეთ დასასრულს  არ ელოდა.  აქციის მონაწილეები  საფრთხის  ასაცილებლად პარლამენტის შესასვლელებს თავად იცავდნენ.

ხალხი "ოცნების" პროვოკაციის პირისპირ - ნანუკა ქაჯაია დეტალებით

მსგავსი სიახლეები