პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე დაკიდევ 83 დეპუტატი, კონსტიტუციის დარღვევაშია მხილებული

18.04.24 20:26
პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე დაკიდევ 83 დეპუტატი, კონსტიტუციის დარღვევაშია მხილებული

 

კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასული "ქართული ოცნება". იმ დროს, როდესაც ხელისუფლება პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, თავად არღვევს ქვეყნის მთავარ კანონს. 

"საკონსტიტუციო რევოლუცია" - ასე აფასებენ იურისტები რუსულ კანონს, რომლის გატანასაც ხელისუფლება მასობრივი პროტესტის ფონზე ცდილობს. დარღვეულია 78-ე მუხლი, რომელიც ყველა სახელმწიფო ორგანოს ავალდებულებს, ევროინტეგრაციის კურსის დაცვას. 

კონსტიტუციის დარღვევა კი იმპიჩმენტის საფუძველია. ანუ თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ მთავრობამ კანონი დაარღვია, ეს მისი გადაყენების საფუძველი შეიძლება გახდეს. 

ოპოზიციისა და დარგის ექსპერტები კი ამბობენ, რომ  მორჩილი  სასამართლოს პირობებში ასეთ გადაწყვეტილებას არავინ ელოდება. ქართული ოცნება უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე და შესაბამისად არას ეუბნება ევროკავშირს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტია.

კონსტიტუციის დარღვევის დიდოსტატები - ანა მდივანი დეტალებით
 

მსგავსი სიახლეები