"ოცნება" ცივილიზებული სამყაროს იზოლაციაშია, ივანიშვილის გუნდის მაშველი რგოლი მხოლოდ რუსეთია
"ოცნება" ცივილიზებული სამყაროს იზოლაციაში - რუსული კანონის გამო ევროკავშირი დღის წესრიგს ცვლის. მოვლენების ცენტრი ბრიუსელი ხდება. ორშაბათს, ევროპული საბჭოს სხდომაზე ლიდერები საქართველოს საკითხს განიხილავენ. მანამდე კი "ოცნებას" ისტორიული შანსის შესაძლო დაკარგვის შესახებ აფრთხილებენ. ამ საფრთხეს კარგად ხედავს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც განგაშის სიგნალი აქვს ჩართული. პრეზიდენტი ბოლო ორ დღეში მსოფლიო მედიას მეექვსე ინტერვიუს აძლევს და ყველას გასაგონად ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია
იზოლაციაში მყოფი "ოცნებისთვის" კი მაშველი რგოლი ისევ მოსკოვი აღმოჩნდა. პუტინის რეჟიმის პირველი პირები რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ზეიმობენ. ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ მოსკოვის ასეთმა სიხარულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოცნებამ რუსეთის დავალება შეასრულა და პუტინიც კმაყოფილია. რუსეთის მაღალჩინოსნების კი განცხადებები ოცნების ლიდერების შეფასებების იდენტურია. კანონის ვიღებთ სუვერენიტეტის დასაცავად ამბობს, კობახიძე და ზუსტად იმავეს იმეორეს რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარე ვოლოდინი