გვაგინებდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ამ კანონს ერთ ადგილას გაგვიკეთებდნენ და მაინც მიიღებდნენ - ხასაია სამართალდამცავებზე
"გვაგინებდნენ, ათას საზიზღრობებს გვეძახდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ამ კანონს ერთ ადგილას გაგვიკეთებდნენ და მაინც მიიღებდნენ," - ამ განცხადებას "რეაქციაში" გელა ხასაია აკეთებს.
ხასაია იხსენებს სამართალდამცავების რეაქციებს და მათ სიტყვებს, თუ რას ეუბნებოდნენ ისინი აქციის მონაწილეებს. როგორც "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ამბობს, ხელისუფლების მესიჯბოქსს სამართალდამცავები იმეორებდნენ.
ამბობდნენ, რომ თითქოს ყველაფერს ჩვენ ვიგონებთ, ზუსტად იმ სიტყვებით გვესაუბრებოდნენ, რა სიტყვებითაც გვესაუბრება ხელისუფლება. ეს არის ფაქტი იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ადამიანები ერთმანეთს შეაზიზღონ, ვინც მათ აზრზე არ არიან და ეს ყველაფერი გადავიდა პოლიციაზე, სპეცრაზმზე, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არანაირი ემოციური ნაწილი არ ჰქონდათ, იმდენად სისხლში ჰქონდათ გამჯდარიო, რომ ჩვენ ვიყავით არა ამ ქვეყნის მოქალაქეები, არამედ რადიკალები, რომლებიც საერთოდ არ უნდა ვარსებობდეთ და მათთვის უკეთესი იქნება, თუ ჩვენ საერთოდ არ ვიცოცხლებთ,“ - ამბობს გელა ხასაია.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია, მისი სასამართლო პროცესი გადაიდო და შემდეგი სხდომა 24 აპრილს იქნება. იხსენებს ერთ-ერთი ნიღბიანი სამართალდამცავის მიმართვას, რომელმაც უთხრა, რომ "დაგპირდი, რომ გცემდი და ზუსტად ამას ვასრულებ ახლა".