რუსეთი თუ ევროპა, ივანიშვილი დაკვირვებული ადამიანი აღმოჩნდა, ტრიუკი გააკეთა და მოაჯდა ამ ნარატივს - ვალიშვილი
"რუსეთი თუ ევროპა, დღეს რაც ძალიან აქტუალური არის, არ დაწყებულა ივანიშვილით, ის უბრალოდ დაკვირვებული ადამიანი აღმოჩნდა, ტრიუკი გააკეთა და მოაჯდა ამ მთელ ნარატივს და გაიყვანა ბოლომდე" - ამ განცხადებას ბაჩი ვალიშვილი "რეაქციაში" აკეთებს.
როგორც ვალიშვილი ამბობს, თავისუფალ ადამიანებს რუსული სისტემა სასტიკად უსწორდებოდა და უსწორდება. ვალიშვილი საუბრობს იმ მთავარ პრინციპებზე, რაზეც ყველა უნდა შეთანხმდეს - თავისუფლება, სამართლიანობა.
ამით აპელირებს ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილები პოლიტიკაში იწყება აქედან, როცა არ გვაქვს ღირებულებები გააზრებული, როცა სამაგალითო მისაბაძი არავინ არ გვყავს, ხმას მივცემთ ბიძინა ივანიშვილს და ჩაგვეკეტება კრიტიკული ანალიზის უნარი.
რუსეთი თუ ევროპა, დღეს რაც ძალიან აქტუალური არის, არ დაწყებულა ივანიშვილით, ის უბრალოდ დაკვირვებული ადამიანი აღმოჩნდა, ტრიუკი გააკეთა და მოაჯდა ამ მთელ ნარატივს და გაიყვანა ბოლომდე, ეს ნარატივიც არის რუსული ნარატივი, მიყავს ბოლომდე, 17 მაისს არის დამთხვეული კენჭისყრა. ესეც არ არის დამთხვევა, ეს ყველაფერი კანონზომიერია - ხალხი, საბედნიეროდ, გამოვიდა, ჩვენი თაობაც რომ გავიზარდეთ და პროტესტი მართლა გვაქვს, თავისუფლებაში დაბადებული ადამიანი ყოველთვის თავისუფლების მხარეს იქნება,“ - ამბობს ბაჩი ვალიშვილი.