გადაცდენილია ზნეობას და სამართალს - თავაქარაშვილი მოსახლეობის დარბევაზე
„მძიმე ბრძოლაში ვართ შესული, ამ იდეას არც სიკვდილი უწერია და არც არასდროს გადაშენდება,“ - ამ განცხადებას სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი არინა თავაქარაშვილი „რეაქციაში“ აკეთებს.
თავაქარაშვილი 9 აპრილთან ავლებს პარალელს და ბრძოლის ჟინზე საუბრობს. როგორც თავაქარაშვილი ამბობს, რუსეთი მუდმივად შეეცდება საქართველოს ანექსიას.
თავაქარაშვილი მოქალაქეების დარბევას ეხმაურება და ამბობს, რომ "ასე გამეტებით ურტყამ შენს თამაოქალაქეს ეს გადაცდენილია ზნეობას და სამართალს".
დღეს ვართ ამ ბრძოლაში, 9 აპრილი ტრაგიკულია, მაგრამ ამ ტრაგედიას ერთი რამ ახლდა, წრფელი, თავდადებული, სახელმწიფოებრიობის გასვლით გამოვიდა თაობა, იმ თაობას ჰყავდა გმირები.
არ გეგონოთ, რომ ეს კანონი ისეთი რამ არის, რომელსაც მოვიგებთ ჩვენ თუ წავაგებთ, რაიმე გადაწყდება - არა ბატონო, ნაბიჯ-ნაბიჯ ფარული ანექსიით ისევ მოემართება რუსეთი, სხვადასხვა ფორმით, ამიტომ ფარულად ხდება ისევ ოკუპაცია და ანექსია, ამის წინააღმდეგ უნდა დავძრათ გონება,“ - ამბობს თავაქარაშვილი.