არა რუსულ კანონს - რუსთაველზე გზა გადაიკეტა
არა რუსულ კანონს - რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა. მშვიდობიანი აქცია, რომელიც 19:00 საათზე დაიწყო, გრძელდება.
"საქართველო, საქართველო!", "არა რუსულ კანონს!" - საპროტესტო მსვლელობისას სტუდენტები ამ სიტყვებს სკანდირებდნენ.
ძალა გვქონდა ერთობაში და გვერდში დგომაში. მთავარია, ვიდგეთ ერთად და დავიცვათ ერთმანეთი, თორემ ესენი არავის დამცველები არ არიან, ესენი დაიცავენ მხოლოდ იმას, ვინც ფულს გადაუხდის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს", - მიმართა შეკრებილებს ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.