აღმოჩნდებიან თუ არა ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ერთი ქოლგის ქვეშ - რას ამბობს მარგველაშვილი

19.04.24 01:22
აღმოჩნდებიან თუ არა ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ერთი ქოლგის ქვეშ - რას ამბობს მარგველაშვილი

როგორ აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებას, რომელმაც გადამწყვეტ არჩევნებში  “ოცნებაზე”  “გამარჯვების ფორმულაზე” სწორედ გრიგოლიას "რეაქციაში" ისაუბრა. 

"მისასალმებელია ამ საკითხზე საუბარი და ამ საითხის გაღრმევება"- თქვა გიორგი მარგველაშვილმა "პირველი ხაზის" წამყვანის შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ. 

(პროევროპული ქოლგის ქვეშ ოპოზიციის გაერთიანება) ეს თემა, ბუნებრივად მთელს ჩვენს საზოგადოებაში, მთელს იმ სულისკვეთებაში, რომელიც ამ ხალხს აქვს, არის არის აბსოლუტურად დომინანტური. ჩვენ უბრალოდ პოლიტიკოსებმა ხელი უნდა შევუწყოთ, ხელი არ უნდა შევუშალოთ იმას, რაც არის ამ საზოგადებაში"- თქვა მარგველაშვილმა. 

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, იქნება თუ არა ამ პროცესში და სად ხედავს საუტარ თავს, ყოფილი პრეზიდენტი ამბობს: "მე ჩემს თავს მუდმივად ვხედავდი აქ, სადაც დღეს ვდგავარ, ეს პროცესი დაიწყო საბჭოთა კავშირში, როდესაც ჩვენ ანგრედით საბჭოთა, ძალადობრივ სისტემას. ეს გრძელდება და გრძედება, ჩვენ სამწუხაროდ სულ გვიწევს აქ დგომა. საბედნიეროდ, ჩვენს გვერდით დგანან ის ახალგაზრდები, რომლებსაც იგივე სულისკვეთბა ამოძრავებთ"- თქვა მარგველაშვილმა. 

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვების ფორმულაზე "ტვ პირველთან"?

„საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, როგორია გამარჯვების ფორმულა. ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში დღეს „ქართულ ოცნებას“ არათუ 60% და 80%, როგორც თავად ითვლიან, 25% თუ აქვთ. მათი გამოსვლებისა და მათი კულტურის მინისტრის უკულტურო გამოთქმის მერე, არც ვიცი, თუ აქვთ 25%.

პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ ხალხმა, რომელსაც არ უნდა „ოცნება“ და არ უნდა „ნაცები“ დაინახოს, რომ სადღაც არსებობს ისეთი ფორმულა, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს. ანუ არც წარსულში დაბრუნება და არც ახლანდელ პირობებში დარჩენა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები