პაპუაშვილის იერიში რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე: პირიქით, მიგვექაჩებიან საბჭოთა კავშირისკენ

19.04.24 01:34
პაპუაშვილის იერიში რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე: პირიქით, მიგვექაჩებიან საბჭოთა კავშირისკენ

პარლამენტის თავმჯდომარე რუსული კანონის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილი სამთავრობო ეთერში ამტკიცებს, რომ ისინი, ვინც ერთი წლის წინ და ახლაც საშიშო კანონის წინააღმდეგ ქუჩაში დგანან, ქვეყანას "საბჭოთა კავშირისკენ" მიათრევს. 

პაპუაშვილმა საშიში კანონის მოწინააღმდეგეებს "გარკვეული კასტა" უწოდა:

ის, რასაც დღეს გვეუბნება გარკვეული კასტა, სიმბიოზი NGO-ების და პარტიებისა, ეს არის სწრაფვა საბჭოთა კავშირისკენ. სხვა რამეა? რომ რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო, ცალ ფეხზე დადგე, ოღონდ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. ეს არის საბჭოთა კავშირისკენ სწრაფვა. ეს არის ის, რომ უბრალოდ ადამიანებმა მოსკოვი ჩაინაცვლეს თავის მენტალიტეტში ბრიუსელით, ან რაღაც სხვა დედაქალაქით"- თქვა პაპუაშვილმა.

"ის პატარა ჯგუფი ამ სიმბიოზური წარმონაქმნისა NGO-ების და პარტიების, პირიქით, მიგვექაჩებიან საბჭოთა კავშირისკენ"- დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები