მოსკოვი იარაღად იყენებს საქართველოს მთავრობას - პრეზიდენტი France Info-თან
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას" "ქართული კოშმარი" უწოდა. სკანდალური განცხადება ქვეყნის მთავარსარდალმა France Info-სთან ინტერვიუში გააკეთა.
პრეზიდენტმა ივანშვილის პარტია რუსული ინტერესების გატარებაში საბოლოდ ამხილა და თქვა, რომ მოსკოვი იარაღად იყენებს საქართველოს მთავრობას!
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონთან დაკავშირებითად ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობამ ეს კანონი მეორედ, სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით შემოიტანა.
პრეზიდენტმა 2024 წლის არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი "ოცნების" თავიდან მოსაშორებლად.
გუშინ მე პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოური ძალის აგენტი მიწოდა, რადგან მე გამოვაცხადე ჩემი სურვილი დამედო ვეტო ამ კანონზე, მაგრამ მოსახლეობა მედგრად დგას. მოსახლეობა მედგრად დგას - არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა, სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით, მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები. ჩვენ არ დავნებდებით და მომავალი არჩევნები აჩვენებს, რომ საქართველო, თავის ევროპულ გზაზე, ევროპულ ბანაკში რჩება, მიუხედავად მოსკოვის ყველა ამ მცდელობისა, რომელიც დღეს იარაღად იყენებს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას. არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია", - განაცხადა პრეზიდენტმა.