"მდინარაძეს არაფრის შნო არ აქვს, ამიტომ მომიქსია პოლიცია" - დაისჯებიან თუ ელისაშვილზე თავდამსხმელი პოლიციელები?

19.04.24 11:07
"მდინარაძეს არაფრის შნო არ აქვს, ამიტომ მომიქსია პოლიცია" - დაისჯებიან თუ ელისაშვილზე თავდამსხმელი პოლიციელები?

დაისჯებიან თუ არა დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელი სამართალდამცველები? რამდენიმე საათში პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე ელოდებიან. 

ალეკო ელისაშვილი, პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს და ჩვენებას მისცემს. 

"მოქალაქეების" ლიდერს ობიექტური გამოიძიების იმედი არ აქვს და არც იმის, რომ მასზე თავდამსხმელი პოლიციელები დაისჯებიან.

ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ მომხდარი მის მიმართ დაგეგმილი ანგარიშსწორება იყო, სადაც პირადად მამუკა მდინარაძის ხელი ერია.

"მდინარაძეს არაფრის შნო არ აქვს, ამიტომ მომიქსია პოლიცია" - ამბობს ელისაშვილი.

რომ შემათრიეს, ერთი ეს მახსოვს და დავეცი, ზოგი მუხლის თავს მირტყამდა, ზოგი წიხლს და ზოგი მუშტს, ვინ იყო, როგორ იყო, არ ვიცი, თქვენს კადრებში უფრო დავინახე. სიმართლე გითხრათ, უფრო მეტად ვუცემივარ, ვიდრე მეგონა და მახსოვდა. საერთოდ, დროში სადგომს რომ სახით შემაჯახეს, საერთოდ არ მახსოვდა, კაი გაშმაგებულები იყვნენ.

მამუკა მდინარაძე თვითონ არის ფარჩაკი. არანაირი შნო, რომ მოვიდეს არ აქვს. პარლამენტში ბაქუბუქობს. რავიცი, მოვიდეს და შევხდები. არანაირი შნო არ აქვს მას, რომ დამიბრუნოს ის,რ აც ვასესხე. ხოდა, ამიტომ მომიქსია პოლიცია. ეგენი მაგარი არიან ჩაკეტილ შენობაში, მაგრები არიან სპეცრაზმის უკან. კაი, ნეკნი გამიტყდა, დაბეჟილი ვარ მთელს სხეულზე, აგერ ტუჩი კი მაქვს გადმობრუნებული, მაგრამ მერე რა. უფრო შემარტებით ვარ, უფრო მხნედ ვარ, უფრო დარწმუნებული ვარ, რომ სწორია ის ბრძოლა, რომელშიც ვარ. ეს ბრძლა უნდა მვიიყვანოთ ბოლომდე. მაგათი გამოძიებული არ გაიშვას. ახლა მეც ფორმალურად მვიდივარ, არ თქვან მერე, დავიბარეთ და არ მოვიდაო. თორე, თქვენი ტელევიზიის კადრებში, სახეები ჩანს, ვინ მირტყამს დაგდებულს და ვაჟა სირაძე, რომ პირდაპირ ბრძანებებს გასცემს". - ამბობს ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილი გამოკითხვაზე 15 საათზე მივა.

საპატრულო პოლიცია დიდ სკანდალშია გახვეული. "ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, სახეებით ჩანს ყველა, ვინც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უსწორდება. ამ კადრებით, საგამოძიებო უწყებისთვიის ძალადობაში მხილებული პოლიციელების იდენტიფიცირება მარტივი საქმეა. მასალაში ჩანს, ანზორ ჩუბინიძე რომელიც პროცესს კურირებს, ელისაშვილი კი ამტკიცებს, რომ მასზე თავდასხმის მითითება საპატრულო პოლიციის შეფმა, ვაჟა სირაძემ გასცა.

მსგავსი სიახლეები