"ოცნება", ელისაშვილზე თავდამსხმელებს არ დასჯის, პირიქით, ხელს დააფარებს და წაახალისებს - ნადირაძე

19.04.24 11:25
"ოცნება", ელისაშვილზე თავდამსხმელებს არ დასჯის, პირიქით, ხელს დააფარებს და წაახალისებს - ნადირაძე

პუტინის სტილის ხელწერა - ასე აფასებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე ელისაშვილზე განხორციელებულ ჯგუფურ თავდასხმას.

ნადირაძე ამბობს, რომ "ოცნება", "მოქალაქეების" ლიდერზე თავდამსხმელებს არათუ დასჯის, არამედ პირიქით, ხელს დააფარებს და წაახალისებს.

წარმოუდგენელი კადრები ვნახეთ. ეს იყო ჯგუფური ძალადობა ჩადენილი პოლიციელები მხრიდან, სადაც ჩანდა, როგორ უსწორდებოდნენ ალეკოს ელისაშვილს ფიზიკურად და ეს ყველაფერი ხდებოდა, მათ შორის, "ქართული ოცნების" ძალოვანი მარალჩინოსნების თვალწინ. იქ ასევე იყო ანზორ ჩუბინიძე, ვაჟა სირაძე და სხვა მაღალჩინოსნები, რაც არის ზუსტად რუსული, პუტინის სტილის ხელწერა. "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს არ დასჯის, პირიქით, ბოლომდე ხელს დააფარებს და წაახალისებს მსგავსი ტიპის ფაქტებს", - ამბობს ნადირაძე. 

საპატრულო პოლიცია დიდ სკანდალშია გახვეული. "ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, სახეებით ჩანს ყველა, ვინც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უსწორდება. ამ კადრებით, საგამოძიებო უწყებისთვიის ძალადობაში მხილებული პოლიციელების იდენტიფიცირება მარტივი საქმეა. მასალაში ჩანს, ანზორ ჩუბინიძე რომელიც პროცესს კურირებს, ელისაშვილი კი ამტკიცებს, რომ მასზე თავდასხმის მითითება საპატრულო პოლიციის შეფმა, ვაჟა სირაძემ გასცა.

მსგავსი სიახლეები