პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლას, სავარაუდოდ, კრემლი ახდენს
საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლას, სავარაუდოდ, კრემლი ახდენს - "დოიჩე ველე"- სთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც მხოლოდ რუსეთს ემსახურება.
პრეზიდენტის თქმით, "ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებები გამიზნულად არის მიმართული ევროკავშირის რეკომენდაციების წინააღმდეგ
კიდევ რამდენიმე სხვა გადაწყვეტილება ვნახეთ საქართველოს მთავრობისგან, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე მიიღეს და ყველა გადაწყვეტილება გამიზნულად იყო მიმართული ევროკავშირის რეკომენდაციების წინააღმდეგ. ობიექტური სურათი, რასაც ვხედავთ არის ის, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ისეთ ნაბიჯებს და იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ემსახურება მხოლოდ რუსეთს. ალბათ, ეს რუსული სტრატეგიის გაატიურებაა, ეს არის ჰიბრიდული სტრაგეტია, ალბათ ზეწოლაც მთავრობის წევრებზე და ბატონ ბიძინა ივანიშვილზე", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.