პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

19.04.24 12:41
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებსაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, - ნათქვამი მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები