საქართველოს რეალური საფრთხე "რუსიფიკაციაა" და არა მითიური "უკრაინიზაცია" - უკრაინის საგარეო კობახიძის განცხადებაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერის განცხადებით შეშფოთებულია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. საქმე ეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ რუსული კანონი საქართველოს უკრაინიზაციისგან დაიცავს.
ომში მყოფი ქვეყანა აცხადებს, რომ მსგავს დამამცირებელ კონტექსტში უკრაინის ხსენება უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს დამატებით ზიანს აყენებს.
ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ დამამცირებელ კონტექსტში ხსენება, დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს. სწორედ რუსიფიკაცია და არა მითუიური "უკრაინიზაცია" წარმოადგენს საქართველოსთვის საფრთხეს. უკრაინა საქართველოსთან მშვიდობიანი და მეგობრული ატმოსფეროს შექმნით არის დაინტერესებული. ის ყოველთვის მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მედია ასევე ირაკლი კობახიძის სხვა განცხადებების შესახებაც წერს. საუბარია განცხადებაზე, სადაც საქართველოს პრემიერი არასამთავრობოებს ქვეყანაშ რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.