სად ჩანს აბა, რომ ელისაშვილს ურტყამენ? მე ვერ ვხედავ - კალაძე სკანდალურ ვიდეოზე

19.04.24 13:11
სად ჩანს აბა, რომ ელისაშვილს ურტყამენ? მე ვერ ვხედავ - კალაძე სკანდალურ ვიდეოზე

 

 

 

"ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალალაში ალეკო ელისაშვილზე თავდასხმას "ვერ ხედავს" "ქართული ოცნების" ლიდერი და თბილისის მერი.

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი თავად შეუვარდა პოლიციელებს.

კალაძეს ისრები ოპოზიციონერზე გადააქვს და ამბობს, რომ მომიტინგემ არ უნდა იკადროს ის, რაც ელისაშვილმა იკადრა.

სად ჩანს აბა, რომ ურტყამენ? ვერ ვხედავ კი არა არ ჩანს. ისიც მაჩვენეთ, მაშინ ალეკო ელისაშვილი პოლიციის კორდონში რომ ვარდებოდა.

თქვენ მაშინ უნდა მოსულიყავით და დაგესვათ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რაც ელისაშვილმა იკადრა? ეს მისაღები იყო თქვენთვის? ნორმალური ფორმაა ეს? პარლამენტში ასე უნდა იყოს? არანაირ ძალადოაბს გამართლება არ აქვს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, არც ფსიქოლოგიურ ძალადობას. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შენ როდესაც ხარ მშვიდობიანი მომიტინგე, არ უნდა იკადრო ის, რასაც ელისაშვილი კადრულობდა. ხომ უვარდებოდა იმ პოლიციელებს. შეუვარდა პოლიციელებს და მოწოდებები ჰქონდა, რომ გამომყევით, შევანგრიოთო. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება და არ ჯდება არცერთ დემოკრატიულ პრინციპში", - აცხადებს კალაძე.

დაისჯებიან თუ არა დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელი სამართალდამცველები? 3 საათზე პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე ელოდებიან. 

ალეკო ელისაშვილი, პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს და ჩვენებას მისცემს. 

საპატრულო პოლიცია დიდ სკანდალშია გახვეული. "ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, სახეებით ჩანს ყველა, ვინც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უსწორდება. ამ კადრებით, საგამოძიებო უწყებისთვიის ძალადობაში მხილებული პოლიციელების იდენტიფიცირება მარტივი საქმეა. მასალაში ჩანს, ანზორ ჩუბინიძე რომელიც პროცესს კურირებს, ელისაშვილი კი ამტკიცებს, რომ მასზე თავდასხმის მითითება საპატრულო პოლიციის შეფმა, ვაჟა სირაძემ გასცა.

მსგავსი სიახლეები