"ელისაშვილი, შეიძლება, ჯიკაობის დროს დაეცა" - "ოცნების" დეპუტატი

19.04.24 13:24
"ელისაშვილი, შეიძლება, ჯიკაობის დროს დაეცა" - "ოცნების" დეპუტატი

"ოცნების" დეპუტატები ერთი-მეორეს მიყოლებით ამტკიცებენ, რომ ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებს არ უცემიათ.

ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ ელისაშვილი პოლიციას არ ემორიჩილებოდა და შესაძლოა, ჯიკაობის დროს წაქცეულიყო.

თუ არ ემორჩილება, პოლიციას აქვს უფლება ადეკვატური ძალა გამოიყენოს, რომ განარიდოს. არვიცი, გაარკვევენ თუ ნაცემია. შეიძლება დაეცა, შეიძლება რაღაცა მოხდა, ან არ მოდიოდა და ჯიკაობის დროს, რაღაც მოხდა. იმაზე რატომ არ დამისვით კითხვა, ალეკო ელისაშვილმა რა ჩაიდინა აქ. ის კარგი იყო?" - ამბობს წაქაძე.

დაისჯებიან თუ არა დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელი სამართალდამცველები? 3 საათზე პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე ელოდებიან. 

ალეკო ელისაშვილი, პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს და ჩვენებას მისცემს. 

საპატრულო პოლიცია დიდ სკანდალშია გახვეული. "ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, სახეებით ჩანს ყველა, ვინც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უსწორდება. ამ კადრებით, საგამოძიებო უწყებისთვიის ძალადობაში მხილებული პოლიციელების იდენტიფიცირება მარტივი საქმეა. მასალაში ჩანს, ანზორ ჩუბინიძე რომელიც პროცესს კურირებს, ელისაშვილი კი ამტკიცებს, რომ მასზე თავდასხმის მითითება საპატრულო პოლიციის შეფმა, ვაჟა სირაძემ გასცა.

მსგავსი სიახლეები