კოლომინა რუსულ კანონზე: ეს არის ნაბიჯი უკან და ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

19.04.24 13:29
კოლომინა რუსულ კანონზე: ეს არის ნაბიჯი უკან და ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინამ სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას აკრიტიკებს. მისი თქმით, NATO შეშფოთებულია, რომ თბილისში პარლამენტმა რუსული კანონის მიღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, უმთავრესია სწორი ჩარჩოს ქონა და მედიის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ეს კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას" - წერია სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენლის პოსტში. 

 

მსგავსი სიახლეები