ბეჟან წაქაძე ამტკიცებს, რომ კელი დეგნანის გზავნილები გასათვალისწინებელი არ არის

19.04.24 13:33
ბეჟან წაქაძე ამტკიცებს, რომ კელი დეგნანის გზავნილები გასათვალისწინებელი არ არის

კელი დეგნანის კრიტიკულ გზავნილებს "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს. ბეჟან წაქაძე ამტკიცებს, რომ აშშ-ს ყოფილი ელჩის განცხადებები ყურადსაღები არ არის. 

ის რასაც იტყვის, ეგრე არაა. ნუ უყურებთ, ის რასაც იტყვის, ეგრე უნდა გაკეთდეს და ისე იქნება. ნამდვილად არ არის ასე. ჩვენ გვაინტერესებს, 2024 წელს რაც შეიძლება მეტი იყოს დამკვირვებლები და ეს მეტი დამკვირვებლები ნამდვილად იქნება. ნუ გაქვთ ვასალური დამოკიდებულება, რომ ვიღაცას უნდა დავემორჩილოთ და რასაც იტყვის დეგნანი, ის უნდა იყოს მართალი. დეგნანი არც მაშინ სწორი, „პადვლებში“ რომ დადიოდა, - ამბობს ბეჟან წაქაძე.

კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანა ტოტალიტარიზმისკენ მიდის. ამერიკის ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ რუსული კანონის დამკვიდრებით "ქართული ოცნება" ნიადაგს საარჩევნოდ ამზადებს, რათა საერთაშორისო მისიებს ოქტომბერში სადამკვირვებლო პროცესის განხორციელებაში ხელი შეეშალოთ.

ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაში სიტყვით გამოსასვლისას დეგნანმა არც ის გამორიცხა, რომ მმართველმა პარტიამ კონსისტუციის 78-ე მუხლი საკუთარ ინტერესებს მოარგოს. ეს ის მუხლია, რომელიც ხელისუფლებას ევროინტეგრაციიას ავალდებულებს. "ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არ არის დემოკრატია" - თქვა დეგნანმა. 

მსგავსი სიახლეები