"დეგნანი აგენტია" - ირმა ზავრადაშვილი
დეგნანი არის აგენტი - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი ირმა ზავრადაშვილი აშშ-ს ყოფილი ელჩის მწვავე გზავნილებს. საქმე ეხება განხცადებებს, სადაც კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანა ტოტალიტარიზმისკენ მიდის.
ამერიკის ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ რუსული კანონის დამკვიდრებით "ქართული ოცნება" ნიადაგს საარჩევნოდ ამზადებს, რათა საერთაშორისო მისიებს ოქტომბერში სადამკვირვებლო პროცესის განხორციელებაში ხელი შეეშალოთ.
ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაში სიტყვით გამოსასვლისას დეგნანმა არც ის გამორიცხა, რომ მმართველმა პარტიამ კონსისტუციის 78-ე მუხლი საკუთარ ინტერესებს მოარგოს. ეს ის მუხლია, რომელიც ხელისუფლებას ევროინტეგრაციიას ავალდებულებს. "ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არ არის დემოკრატია" - თქვა დეგნანმა.