დეგნანი გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს - ეკა სეფაშვილი

19.04.24 13:41
დეგნანი გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს - ეკა სეფაშვილი

კელი დეგნანის მწვავე გზავნილებს "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი "სისულელეს" უწოდებს. სეფაშვილი აშშ-ს ყოფილ ელჩს ურჩევს, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს.

ეს არის სრული სისულელე. კელი დეგნანს ვურჩევ, რომ ინფორმაცია მოიპოვოს ისეთი, როგორიც საჭიროა. საარჩევნო მისიები იმუშავებენ ჩვეულებრივად, ისინი ჩვენ მოვიწვიეთ - ამბობს სეფაშვილი.

"ხალხის ძალის" წევრი "ტყუილს" უწოდებს დეგნანის იმ განცხადებასაც, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. სეფაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ქვეყნის ყველაზე დიდი ქველმოქმედია, დეგნანი კი გლობალური პარტიის დავალებებს ასრულებს. 

კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც იგი ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ქველმოქმედი და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე. იგი ნამდვილად ასრულებს გლობალური ომის პარტიის დაკვეთას. ვფიქრობ, რომ აგენტია, - ამბობ სეფაშვილი.
 

კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანა ტოტალიტარიზმისკენ მიდის. ამერიკის ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ რუსული კანონის დამკვიდრებით "ქართული ოცნება" ნიადაგს საარჩევნოდ ამზადებს, რათა საერთაშორისო მისიებს ოქტომბერში სადამკვირვებლო პროცესის განხორციელებაში ხელი შეეშალოთ.

ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაში სიტყვით გამოსასვლისას დეგნანმა არც ის გამორიცხა, რომ მმართველმა პარტიამ კონსისტუციის 78-ე მუხლი საკუთარ ინტერესებს მოარგოს. ეს ის მუხლია, რომელიც ხელისუფლებას ევროინტეგრაციიას ავალდებულებს. "ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არ არის დემოკრატია" - თქვა დეგნანმა. 

 

მსგავსი სიახლეები