პოლიცია პირდაპირ ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში - ბუაძე
დაისჯებიან თუ არა დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელი სამართალდამცველები? - "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ "ოცნება" ბოლოდმდე გადაეფარება პოლიციას, რადგან მისი თქმით, პოლიცია პირდაპირ არის ჩართული მათი უკანონო დავალებების შესრულებაში.
ამ რუსული სპეცოპერაციის ნაწილი არის ის, რომ პოლიციას ეფარებიან. საკუთარ შიშს ცდილობენ, რომ პოლიციის საშუალებით დაძლიონ და ვხედავთ, რომ პოლიცია პირდაპირ ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ, ამ დღეების განმავლობაშ ვნახეთ, მათ შორის ძალადობა პოლიტიკოსების, დეპუტატების მიმართ. ჩვენი პარტიის გენერალურ მდივანს ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ დაკავების დროს, მაგრამ ეს ვერ გააჩერებს ჩვენ ლეგიტიმურ და მშვიდობიან პროტეტს"- ამბობს საბა ბუაძე.
3 საათზე პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე ელოდებიან.
ალეკო ელისაშვილი, პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს და ჩვენებას მისცემს.
საპატრულო პოლიცია დიდ სკანდალშია გახვეული. "ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, სახეებით ჩანს ყველა, ვინც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უსწორდება. ამ კადრებით, საგამოძიებო უწყებისთვიის ძალადობაში მხილებული პოლიციელების იდენტიფიცირება მარტივი საქმეა. მასალაში ჩანს, ანზორ ჩუბინიძე რომელიც პროცესს კურირებს, ელისაშვილი კი ამტკიცებს, რომ მასზე თავდასხმის მითითება საპატრულო პოლიციის შეფმა, ვაჟა სირაძემ გასცა.