ელისაშვილი უკრაინაში წინა ხაზზე იბრძოდა, რუსის ტყვიის არ შეშინებია და ამ ვირთხების შეეშინდება? - გოცირიძე

19.04.24 14:09
ელისაშვილი უკრაინაში წინა ხაზზე იბრძოდა, რუსის ტყვიის არ შეშინებია და ამ ვირთხების შეეშინდება? - გოცირიძე

ელისაშვილი უკრაინაში წინა ხაზზე იბრძოდა, რუსის ტყვიის არ შეშინებია და ამ ვირთხების შეეშინდება? - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე მოითხოვს, რომ "მოქალაქეების" ლიდერზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და ყველა დამნაშავე ციხეში გაუშვან.

ეს ხალხი არიან ლაჩრები. ელისაშვილი ავტომატით ხელში უკრაინაში წინა ხაზზე იბრძოდა. ფოტოების გადასაღებად არ დადიოდა ზოგიერთებივით კიევში და უკრაინაში. ამ ადამიანს რუსის ტყვიის არ შეშინებია და ახლა ამ ვირთხების შეეშინდება? ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა იყოს ეს საკითხი გამოძიებული. არ გამოიძიებენ, ვინც არ გამოიძიებს წავა ციხეში", - ამბობს გოცირიძე.

3 საათზე პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე ელოდებიან. 

ალეკო ელისაშვილი, პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს და ჩვენებას მისცემს. 

საპატრულო პოლიცია დიდ სკანდალშია გახვეული. "ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, სახეებით ჩანს ყველა, ვინც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უსწორდება. ამ კადრებით, საგამოძიებო უწყებისთვიის ძალადობაში მხილებული პოლიციელების იდენტიფიცირება მარტივი საქმეა. მასალაში ჩანს, ანზორ ჩუბინიძე რომელიც პროცესს კურირებს, ელისაშვილი კი ამტკიცებს, რომ მასზე თავდასხმის მითითება საპატრულო პოლიციის შეფმა, ვაჟა სირაძემ გასცა.

 

მსგავსი სიახლეები