„თუ ვინმე არის პროვოკატორი და მოძალადე, ეს ხელისუფლებაა" - ლევან ხაბეიშვილი

19.04.24 14:21
„თუ ვინმე არის პროვოკატორი და მოძალადე, ეს  ხელისუფლებაა" - ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარე "ქართულ ოცნებას" პროვოკაციაში და ძალადობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება პარლამენტში რუსული კანონის შემობრუნებას. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რა მოჰყვებოდა ამ კანონის შემოტანას, თუმცა მიანც ასე მოიქცა.

ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის დაკვეთას ასრულებს, ქვეყანაში არეულობის მოწყობა უნდა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ევროპული მომავალი არ უნდა და რუსული კანონიც შემოტანაც სწორედ ამას ცხადყოფს. 


თუ ვინმე არის მოძალადე, თუ ვინმე არის პროვოკატორი, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც იცოდა რა მოყვებოდა ამ კანონს და ნანახიც ჰქონდა. ხალხს უთხრა, რომ არ შემოიტანდა, მოატყუა, შემოიტანა ეს კანონი, ზუსტად იცოდა რა მოყვებოდა. მთელი საქართველო რომ ბედნიერი იყო ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ და გაიღიმეს, რამდენიმე დღე არ აცადეს, ამიტომ თუ ვინმეა მოძალადე და პროვოკატორი, ეს არის ხელისუფლება და საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხვდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხუთი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე, აცალონ ადამიანებს მშვიდად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რა საჭირო იყო ახლა შემოტანა, მაგრამ რუსეთისგან მიიღეს დავალებები, უნდოდათ არეულობა, უნდათ, რომ სპეცრაზმსა და მოსახლეობას შორის იყოს დაპირისპირება და მუდმივ დაძაბულ რეჟიმში ამყოფოს ხალხი. მათ არ უნდათ ევროპული მომავალი და ამ კანონის შემოტანაც არის ამის დასტური,  - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
 

 

მსგავსი სიახლეები