სირცხვილია, წაქცეულს რომ ურტყამ და არ ჩერდები, ამის გამო თავმოყვარე მინისტრი უნდა გადადგეს - მანჯგალაძე

19.04.24 14:24
სირცხვილია, წაქცეულს რომ ურტყამ და არ ჩერდები, ამის გამო თავმოყვარე მინისტრი უნდა გადადგეს - მანჯგალაძე

"სირცხვილია, ვისაც ერევი, იმას რომ გაუსწორები, წაქცეულს რომ ურტყამ და არ ჩერდები, ეს არის სირცხვილი, ამის გამო თავმოყვარე მინისტრი უნდა გადადგეს," - ამ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აკეთებს.

მანჯგალაძე შს მინისტრს ძალადობის დაგმობისკენ და იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის დაყენებისკენ მოუწოდებს, ვინც მოქალაქეებზე იძალადა ანტირუსულ აქციებზე.

კაცობა, პოლიციელობა, ადამიანობა ეს არის და არა ის, რა განცხადებებიც მოვისმინეთ უმრავლესობის მხრიდან, რომ თურმე ალეკო ელისაშვილმა, რაც დაიმსახურა, ის მიიღო. ვინც ვის ვერევით ამაზე გადავიყვანოთ ქვეყნის მართვა? ან რომ იძახით, რომ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, მთავარი პროვოკაცია თქვენ მოაწყეთ ამ რუსული კანონით - მაგალითი გქონდათ, რა რეაქცია ჰქონდა ქართველ ხალხს და მეროედ შემოიტანეთ. დროზე, პასუხი აგოს ყველა მოძალადემ,“ - ამბობს მანჯგალაძე. 

მსგავსი სიახლეები