"დიალოგი დიალოგისთვისაა" - რაზე საუბრობენ თბილისში მოწვეულ ФСБ-სთან დაკავშირებულ ორგანიზაციასთან?
თბილისში ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია ამ წუთებშიც გრძელდება - ღონისძიებას მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსული ორი პირი ესწრება.
"პირველებმა" დაადგინა, სად ტარდება გასაიდუმლოებული ღონისძიება და ადგილზე მისულმა გადამღებმა ჯგუფმა შეძლო დაფიქსირება ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის შეხვედრის.
როგორც "პირველებს" ღონისძიებაზე მყოფი ერთ-ერთი პირი ეუბნება, არცერთ პირს, ვინც მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული. ეს კიტხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კონფერენციის ანონსიდან გაირკვა, რომ თბილისამდე კონფერენცია სახელწოდებით "რუსეთი და მსოფლიო მიზიდულობის ძალები" ცხინვალში ჩატარდა.
აქ არავინ არ არის, ვინც ცხინვალში იყო. აქ ვინც არის არავის დაურღვევია (ოკუპაციის შესახებ კანონი).
თუ არ იცი, რომ ადამიანი კგბ-ში, ეფ-ეს-ბე-ში მუშაობს, ვერ გაიგეთ?
როგორია ტრადიციული ღირებულება - რელიგია. ისინი თავისაზე საუბრობენ, ჩვენ ჩვენსაზე, ეს არის დიალოგი," - უპასუხა „პირველებს“ კონფერენციაზე ერთ-ერთმა დამსწრემ.
ჟურნალისტის კითხვაზე - ემსახურება ეს კონფერენცია რუსეთთან დაახლოებას - შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ "არა" და ამტკიცებს, რომ ეს არის მხოლოდ დიალოგი.
დიალოგი დიალოგისთვისაა, ამერიკელებთან ასე არ ხდება?“ - უპასუხა „პირველებს“ კონფერენციაზე ერთ-ერთმა დამსწრემ.
თბილისში ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია იმართება. კონფერენცია სახელწოდებით "რუსეთი და მსოფლიო" მიზიდულობის ძალები" დღეს გაიხსნა.
კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კომუნიკაციების კვლევის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტია (НИИКР) - ინსტიტუტის დამფუძნებლები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) საგარეო დაზვერვის (СВР) და КГБ-ს ვეტერანები არიან.
რაც შეეხება კონფერენციის ქართველ ორგანიზატორებს, SIKHA foundation-ის დამფუძნებელი არჩილ სიხარულიძეა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსეთის პროპაგანდისტული არხების ხშირი სტუმარია.
ევრაზიის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ასევე პრო-რუსული განწყობებით ცნობილი, გულბაათ რცხილაძეა:
- სპეცსამსახურები კონფერენციებზე დადიან? - რას ამბობს თბილისში პრორუსული კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი
- ჩამოვიდნენ საქართველოში, ეს 100 პროცენტით ოკუპაციის კანონის დარღვევაა - კუროპტევი