კობახიძე ორბანის გვერდით - საქართველოს პრემიერი უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციის სპიკერებს შორისაა

22.04.24 17:53
კობახიძე ორბანის გვერდით - საქართველოს პრემიერი უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციის სპიკერებს შორისაა

საქართველოს პრემიერი  უნგრეთში გასამგზავრებლად ემზადება - ირაკლი კობახიძე კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (cpac) მიიღებს მონაწილეობას.

მეტიც, კობახიძე კონფერენციის სპიკერებს შორისაა. ცვლილება რამდენიმე საათის წინ განხორციელდა, დღეს დილით საქართველოს პრემიერი გამოსვლელთა შორის არ იყო. 

მომხსენებელთა შორის არიან უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და კონსერვატორი პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე უნგრეთში "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას" დაესწრებოდა, სწორედ დღეს დილით გავრცელდა. 

ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 24-25 აპრილს უნგრეთში მიემგზავრება. კობახიძესთან ერთად დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

გასულ წელს უნგრეთში იმყოფებოდა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა:

მსგავსი სიახლეები