გოგოლაშვილი: უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად საკმარისია EU-ის ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა
რამდენად შესაძლებელია, რომ EU-თან უვიზო რეჟიმი საქართველოს შეუჩერდეს - კახა გოგოლაშვილი ხსნის რა შემთხვევაში უჩერებენ უვიზო მიმოსვლას ქვეყანას და რამდენი სახელმწიფოს თანხმობაა ამიოსთვის საჭირო.
"სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ კიდევ 18 თვით" - ამბობს გოგოლაშვილი.
გოგოლაშვილის თქმით, EU-თან უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის ქვეყნების უმრავლესობის მიმართვა საკმარისია და "ქართული ოცნება" მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდის, როცა ეუბნება, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სრული კონსენსუსი ესაჭიროება.
რაც შეეხება ევროკავშირის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება, ამიტომ ეს ტექნიკურად თითქმის შეუძლებელი ამოცანა არისო. სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) კიდევ 18 თვით. ბოლო წლების განმავლობაში უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს ალბანეთს და ვანუატუს, იგივე მექანიზმის გამოყენებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს. ამ მექანიზმით უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფორმლური მიზეზები მოიცავს მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მოზღვავებას, უსაფრთხოების გამოწვევებს წევრი ქვეყნებისთვის, ქვეყნის მოქალქეების მიერ ევროკავშირში ჩადენილი დანაშაულების ზრდა. საქართველოს ამ მომენტისთვის ეს მუხლები საკმარისად აქვს დარღვეული გერმანიის, ბელგიის თუ რამდენიე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში. ამიტომ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერს ამ წევრი ქვეყნებიდან შეუძლიათ მოახდინონ პროცედურის ინიცირება. ჯერ-ჯერობით ამას არ აკეთებენ მხოლოდ მათი კეთილი ნების გამო, რომელიც შესაძლოა გაქრეს, თუ მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირის დამუნათებას, დემოკრატიულ უკუსვლას და მისი მოთმინების გამოცდას. ასე მგონია, ოცნების ჩინოვნიკებმა ინგლისური არ იციან, ან ჰგონიათ, რომ მათ გარდა სხვამ არავინ იცის საქართველოში. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაბამისი რეგულაციის ბმულს აქვე ვდებ, რომ ნახოთ და თავად დარწმუნდეთ ვინ ტყუის და ვინ არა. ასევე მომყავს შესაბამისი ამონარიდი ინგლისურად," - წერს გოგოლაშვილი.
გარდა ამისა, გოგოლაშვილი ასევე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრების რიტორიკას, რომ უმწვავესი რეზოლუცია, რომელიც გუშინ ევროპარლამენტმა მიიღო, მხოლოდ EPP-ის რეზოლუციაა.
EPP-ს ევროპარლამეტში სულ ყავს 275 წევრი. გუშინდელ რეზოლუციას ხმა მისცა 430-მა დეპუტატმა. ამის გარდა ცნობილია, რომ შემუშავებული იყო 5 სვადასხვა საპარლამენტო ჯგუფის პროექტი, რომლებიც გერთიანდა. როგორ გამოდის ეს რეზოლუცია მხოლოდ სახალხო პარტიის (EPP) მიღებული?
სხვათა შორის, ევროპარლამენტის საიტზე იძებნება კენჭისყრაში მონაწილე ყველა დეპუტატის გვარი. თუ სადაო გახდა, შეგიძლიათ ამ საიტზე დასერჩოთ," - წერს გოგოლაშვილი.
ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციის შემდეგ, "ოცნების" წევრებს ერთი-მეორეს მიყოლებით მიაქვთ იერიში ევროპელ დეპუტატებზე:
- 750 კაცამდე არიან როგორც ვიცი ევროპარლამენტში, ხოლო 400-მდე, ვინც ამ სამარცხვინო რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, ესენი ყველანი არიან epp-ის წევრები - ამბობს ზარქუა.
- პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე: საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან, მათ გასწირეს ქართველი ხალხი დაპირისპირებისთვის
- "პირადი ვენდეტა აქვთ ქართველი ხალხის მიმართ" - პაპუაშვილის იერიში ევროპარლამენტარებზე
- ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა საფრთხის ქვეშ დგება, ივანიშვილს კი სანქციები ემუქრება - ევროპარლამენტის მძიმე რეზოლუცია