უსამშობლოები - ზარქუა ევროპარლამენტარებზე

26.04.24 12:05
უსამშობლოები - ზარქუა ევროპარლამენტარებზე

ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციის შემდეგ, "ოცნების" წევრებს ერთი-მეორეს მიყოლებით მიაქვთ იერიში ევროპელ დეპუტატებზე.

ასპარეზზე ირაკლი ზარქუაც გამოვიდა, რომელმაც ევროპარლამენტარებს უსამშობლოები უწოდა და თქვა, რომ მათ განცხადებებს ნულის ფასი აქვს

უსამართლო, უსაგნო, არგუმენტების გარეშე მიღებული რეზოლუცია ევროპარლამენტში, რომელიც, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, არის გონივრული ეჭვი, რომ დაფინანსებულია ლობისტური კომპანიების მიერ. ეს კუბილიუსები, თავისი ჭკუით გვასამართლებენ იმისთვის, რომ ლომჯარიას და გიგაურს მოვთხოვეთ იმ მილიონობით დაფინანსების გამჭვირვალობა. ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ ქართველ ერს დაგვაშანტაჟებენ ან სანქცირებით ან იმით, თუ რაღაც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ. არა, ნულის ფასია. 750 კაცამდე არიან როგორც ვიცი ევროპარლამენტში, ხოლო 400-მდე, ვინც ამ სამარცხვინო რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, ესენი ყველანი არიან epp-ის წევრები. ანუ ამ სახალხო მოძრაობის წევრები დღემდე არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები", - ამბობს ირაკლი ზარქუა.

ასეთი მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის შესახებ ევროპარლამენტსს აქამდე არ მიუღია. უვიზოო მიმოსვლის შეჩერების გარდა, რუსული კანონის გამო შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაც, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას

რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები